Friday, February 28, 2014
მეცხრე დღე
დღეს მოვისმინეთ მეგობრების პროექტების პრეზენტაციები და თავადაც წარვსდეგით მათ წინაშე იმავე მიზნით.ძალიან მომეწონა ყველა პრეზენტაცია.
ვუსურვებ ყველას პროექტების წარმატებულ განხორციელებას პრაქტიკაში.
Thursday, February 27, 2014
მერვე დღე
დღეს გადავხედეთ ჩვენი პროექტების გეგმებს. გავარკვიეთ, ხომ არ არის რამე ბუნდოვანი. მოვაწესრიგეთ ჩვენი ბლოგები.
Saturday, February 22, 2014
მეშვიდე დღე.
დღეს შევამოწმეთ პროექტის გეგმის შაბლონები. საჭიროების შემთხვევებში გავაკეთეთ ჩასწორებები. ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშის ფასილიტაციაზე.
Wednesday, February 19, 2014
დღე მეექვსე
ვიმუშავეთ შეფასებებზე, ვისწავლეთ ინფორმციის დრაივზე განთავსება. მოვიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში. განვიხილეთ რამდენიმე პრეზენტაცია.
დღე მეხუთე
ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე. წარვადგინეთ პრეზენტაციები და შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები.
დღე მეოთხე
ვისაუბრეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლეთ ინტერნეტში სურათების მოძიება და გადმოწერა.
Thursday, February 13, 2014
Sunday, February 9, 2014
დღე მესამე
პროექტთან დაკავშირებით განვიხილეთ ზოგადი და თემატური კითხვები. შევიმუშავეთ საკუთარ პროექტთან დაკავშირებით როგორც ზოგადი, ისე თემატური კითხვები.
ზოგადი კითხვა:რა არის ბუნება?
თემატური კითხვები: 1.რა სარგებლობა მოაქვს ტყეს?
2.რომელი ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოა ტყე?
3.როგორ უნდა მოვიქცეთ ტყეში ყოფნის დროს?
შინაარსობრივი კითხვები: 1. როგორ ტყეს ჰქვია ფოთლოვანი?
2.როგორ ტყეს ჰქვია წიწვოვანი ?
3.როგორ ტყეს ჰქვია შერეული?
4. რომელი ხეებია ფოთლოვანი? წიწვოვანი?
5.რომელი ცხოველები ბინადრობენ ტყეში?
ზოგადი კითხვა:რა არის ბუნება?
თემატური კითხვები: 1.რა სარგებლობა მოაქვს ტყეს?
2.რომელი ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოა ტყე?
3.როგორ უნდა მოვიქცეთ ტყეში ყოფნის დროს?
შინაარსობრივი კითხვები: 1. როგორ ტყეს ჰქვია ფოთლოვანი?
2.როგორ ტყეს ჰქვია წიწვოვანი ?
3.როგორ ტყეს ჰქვია შერეული?
4. რომელი ხეებია ფოთლოვანი? წიწვოვანი?
5.რომელი ცხოველები ბინადრობენ ტყეში?
დღე მეორე
ვიმუშავეთ ბუკლეტზე. ეს ერთგვარი განაცხადია მომავალი პროექტის საჭიროების და შედეგების შესახებ.
Sunday, February 2, 2014
დღე პირველი.
დღეს გავეცანით ტრენინგის მიზანს. ე. ი.ჩვენ ვსწავლობთ პროექტებზე მუშაობის პრინციპს, რაც მე პირადად ძალიან მაინტერესებდა აქამდე. მიხარია, რომ მომეცა საშუალება მივიღო ამომწურავი ინფორმაცია ამ თემაზე.
ვფიქრობ, რომ პროექტზე მუშაობა საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავების და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის.
ვფიქრობ, რომ პროექტზე მუშაობა საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავების და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)